არასამთავრობო სექტორი

მურუსიძე: რა პრინციპითაც ჩვენ გვიწოდებენ "კლანს", არასამთავრობო სექტორიც კლანი გამოდის

თუ იმ პრინციპოთ, რა პრინციპითაც ჩვენ გვიწოდებენ "კლანს", ანალოგიურად, არასამთავრობო სექტორიც კლანი გამოდის. ისინი ერთიანად დარაზმული არიან, არასოდეს მათ განსხვავებული აზრი არ აქვთ, სასამართლოს ლანძღვაში არიან აბსოლუტურად ერთიანები. კლანი, ზოგადად, ასოცირდება პატიოსანი ადამიანის თვალში, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი. ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში, ამ 5 წლის მოღვაწეობის შედეგად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ შემცირდა მიმართვიანობა. ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო.

სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ეს განცხადება რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევნებში" გააკეთა.

კომენტარები