არჩევნები 2021

IPSOS: კვირას რომ არჩევნები იყოს – ქართული ოცნება – 35%, ენმ – 30%, საქართველოსთვის – 9%

ევროპული საქართველო

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტიას საქართველოსთვის – 9%.

  • ევროპული საქართველო – 4%
  • ხალხისთვის – 4%
  • ლელო – 3%
  • მესამე ძალა – 3%
  • ლეიბორისტული პარტია – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • დროა – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 3%

კვლევა ჩატარებულია მთავარი არხის დაკვეთით. IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

კომენტარები