დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზურაბიშვილი: იმედია, რუსეთი უკრაინაში არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც საქართველოში

გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები