სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ვეტო ფსევდო-იურიდიული ბერკეტია, ჩემს პოზიციებში არაფერს ცვლის

თქვენც კარგად იცით, როგორი ბერკეტია და ჩემი სიტყვა, ჩემი პოზიციები ძალიან ნათლად იქნა გამოხატული, ვეტო ამაში არაფერს არ ცვლის. ეს არის ფსევდო-იურიდიული [ბერკეტი]. 

[იუსტიციის უმაღლეს საბჭოში] სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ავირჩიე და ახლა ეს არის უაპელაციო არასაუბარი. ჩვენ თუ გვინდა, რომ დავიწყოთ საუბარი, უნდა დავიწყოთ კითხვებით, პასუხების მოსმენით და არა უაპელაციო კრიტიკით, რომელიც არაფერთან არ მიდის. გარდა იმისა, რომ ყველას აქვს თავისი პოზიცია, გაახმაურებს მას და ამით მთავრდება. ამ პროცესს, პირველ რიგში, ხელს შეუშლის უნდობლობა და სკეპტიციზმი. ამას ველოდები. მეორე მხრივ, ხელს შეუშლის პოლიტიკური პოზიციონირება, პარტიების, რომლებიც თავიანთ პოზიციებს გაიმეორებენ და თავიანთი ქმედებებით, შეიძლება ვახსენოთ სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობა, ეს ყველაფერი არის ხელშემშლელი ამ ეროვნული თანხმობის. მე ძალიან ვიწრო ხიდზე მექნება გასავლელი.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლო სისტემის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

კომენტარები