ევროკავშირი-საქართველო

ზურაბიშვილი: 16 ივნისს შევიკრიბოთ ყველა, დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქცია დააანონსა. მან მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. 

"16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა".- ამბობს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 16 ივნისის აქციზე მოსვლისკენ მოუწოდა. ასევე ოპოზიციას და ხელისუფლებასაც. 

"ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16 ივნისს, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე ევროკავშირის წვერი ქვეყნების ელჩებს, რომ შემოგვიერთდნენ. ვთხოვთ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებული მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და ყველა სხვა დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე".- თქვა პრეზიდენტმა. 

 

კომენტარები