20 ივნისი

პრეზიდენტმა სირცხვილიას 20 ივნისის აქციის გადადებისკენ მოუწოდა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილმა სირცხვილიას მიმართა და 20 ივნისის აქციის გადადებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის დრო არ არის. 

"მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი".- ამბობს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილმა აქცია 16 ივნისს დააანონსა და საზოგადოებას, პოლიტიკოსებს  და ელჩებს მონაწლიეობისკენ მოუწოდა. 

კომენტარები