კარლ ბილდტი საქართველოზე

ბილდტი: ღარიბაშვილი რელსებიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის

კარლ ბილდტი

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"ეს ტიპი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერმინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის". - წერს კალ ბილდტი Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს.

კომენტარები