რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია ხალხის მსახურის დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

კოსტინი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმის მიცემას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.  კოსტინი დეპუტატი 2019 წლიდან გახდა. 

17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოვალეობიდან მოხსნა გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. მან ძალოვან სტრუქტურებში ღალატის პრობლემებზე ისაუბრა და ახსენა, რომ მსგავსი მასობრივი შემთხვევები აჩენს კითხვის ნიშნებს ორგანოების ხელმძღვანელებზე.

კომენტარები