დედაენის ბარი

UNIAN დედაენის ბარზე: უკრაინელებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ და დადებითი შეფასებები დაუწეროთ

უკრაინული მედია დედაენის ბარზე რუსების კიბერთავდასხმას ეხმიანება და უკრაინელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

UNIAN წერს , რომ ოკუპანტებმა იმ ქართული დაწესებულებების რეიტინგის დაგდებაზე დაიწყეს მუშაობა, რომლებიც მათ "არასასიამოვნო" კითხვარის შევსებას სთხოვენ.

"მოსკოვის  ჭაობების მცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო არიან იმ კითხვარით, რომლის შევსებას ბარის თანამშრომლები სთავაზობენ რუს ტურისტებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები უკვე გვერდში უდგანან ბარს: ისინი, თავის მხრივ, ცდილობენ დაწესებულების რეიტინგის გაზრდას. ასევე მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ პრინციპულ მფლობელს და დადებითი შეფასება მისცეთ ამ ბარს".- წერს UNIAN. 

დედაენის ბარის მფლობელი და დამფუძნებელი დათა გურჯიევი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს, რომ მათზე კიბერშეტევა მიმდინარეობს. 

საძიებო საიტ Google-ზე ბარს შეცვლილი აქვს სახელი და დენაზიფიკაციის ბარი ქვია, ასევე, ბარის საიტის ნაცვლად მითითებულია კრემლის გვერდი.

ბარში მოქმედებს ე.წ. ვიზა, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
  • დიდება უკრაინას;

2 აგვისტოს დედაენის ბარმა პოსტი გამოაქვეყნა, მათი თქმით, უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები მასობრივად, სოციალურ ქსელებში ბარს ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ:

"1-ვარსკვლავიანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის "ადამიანი", რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს". – წერის 2 აგვისტოს პოსტში.

ასევე, ბარის სოციალური ქსელების გვერდებზე და პირად შეტყობინებებში იწერება ნეგატიური კომენტარები და მუქარები. 

კომენტარები