უკრაინულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, რუსი ოკუპანტების ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აფეთქება ქალაქ ნოვა-კახოვკაში მოხდა. დაბომბვის შედეგად, რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.
"ნოვა-კახოვკაში რუსი დამპყრობლების ბაზაზე იერიში დასტურდება. იერიშის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეებიდან არავინ დაშავებულა. ოკუპანტების დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება". - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ოპერატიული შტაბი.