რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მასკი უარყოფს, რომ უკრაინაში "მშვიდობის დამყარების" გეგმის დატვიტამდე პუტინს ესაუბრა

მილიარდერმა ილონ მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ უკრაინაში "მშვიდობის დამყარების" გეგმის გამოქვეყნებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

პოლიტიკური რისკის საკონსულტაციო კომპანიის, Eurasia Group-ის ხელმძღვანელმა, იან ბრემერმა გუშინ, 10 ოქტომბერს აღნიშნა, რომ მასკმა მას პუტინთან საუბრის შესახებ უამბო. ბრემერის თქმით, საუბარი მანამდე შედგა, სანამ მილიარდერი ტვიტს გამოაქვეყნებდა და უკრაინას ყირიმის სამუდამო დათმობისკენ მოუწოდებდა.

მასკმა ისევ Twitter-ზე განმარტა, რომ პუტინთან ომზე საუბარი არ ჰქონია და დამატებით აღნიშნა, რომ მსგავსი რამ "უაზრო იქნებოდა, რადგან რუსეთისა და უკრაინას მოთხოვნები ერთმანეთისგან ისევ შორსაა".

"არა, არ არის ასე. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ისიც 18 თვის წინ. განსახილველი საკითხი კი კოსმოსი იყო", -  წერს მასკი.

ბრემერმის ცნობით, მასკმა მას ორი კვირით ადრე უთხრა, რომ პუტინთან განიხილავდა პრეზიდენტის მინიმალური მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. ბრემერის განმარტებით, პუტინის პირობები მასკის 3 ოქტომბრის ტვიტშია განხილული: უკრაინის ყირიმის დათმობა, ფორმალური ნეიტრალიტეტი და რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიის აღიარება.

მასკის მოთხვონები ემთხვევა კრემლის მოწოდებებს.

"მე არ ვაპირებდი ამის შესახებ დაწერას, თუმცა მნიშვნელოვანი განიმარტოს, რა ხდება", - აღნიშნა ბრემერმა.

კომენტარები