იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატები მურუსიძე და გვრიტიშვილი არიან

დღეს იუსტიციის საბჭოს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ. კანდიდატებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არიან წარდგენილები. 

საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა. 

მურუსიძემ გადაწყვეტილების განმარტებისას აღნიშნა, რომ სასამართლოში არსებულ ყველა პრობლემას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ "პირადად უპასუხოს ბრალდებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს". 

"ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. განაზოგადეს ეს სახელი. მურუსიძე არ არის დიდი გვარი. ბევრ მურუსიძეს ვიცნობ, ისინი წესიერი, პატიოსანი ხალხი არიან. პირადად მე კი არ "მირტყამდნენ" მარტო, მურუსიძის გვარი განაზოგადეს და როგორც გვარს, წლების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი და თუ ვიღაცას გააკრიტიკებდნენ, ჩემთან რა გინდათ, მურუსიძეა ჩემზე უარესიო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვიყავი, საქმეებს ვიხილავდი".- ამბობს მურუსიძე IPN-ს ცნობით. 

მოსამართლეთა კონფერენციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა აერჩიართ, თუმცა ორმა მოქმედმა წევრმა თანამდებობა დატოვა. 

 

კომენტარები