საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: უკვე ვხედავ განვითარებას, ეკონომიკა ყვავის, წინსვლა შეიმჩნევა

ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი გავიდა, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, უკვე ვხედავ განვითარებას, ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში. მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებსა და გაფართოების საკითხებში. ეს პირველადაა ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი.

თქვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები