რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: 85 სარაკეტო დარტყმა იყო, მოსალოდნელია კიდევ 20, ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამენ

Heidi Levine for The Washington Post

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტებმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყეს. მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმები, შესაძლოა, გაგრძელდეს. 

"85 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა უკრაინაში, ჩვენს ქალაქებში, უმეტესობა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გასაგებია, რა უნდა მტერს, ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს. შესაძლოა ჯერ კიდევ 20 დარტყმა იყოს წინ. ამიტომ ყველას ძალიან გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და დარჩით თავშესაფარში.  მე ვიცი, რომ ელექტროსადგურებს დაარტყეს და ბევრ ქალაქს დენი არ მიეწოდება. Ჩვენ ვმუშაობთ. ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავურჩებით".- ამბობს ზელენსკი მიმართვაში.

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. რაკეტები მოხვდა 2 საცხოვრებელ კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს. 

კომენტარები