რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა

კიევის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი. 

ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ თქვა, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა, ბროვარის აღმოსავლეთ ნაწილში. მისივე თქმით, 9 ადამიანი ბორტზე იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. 

მისივე ინფორმაციით, 22 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის, 10 ბავშვია. 

კომენტარები