საგარეჯო

შსს: საგარეჯოში კორპუსის აივნიდან პირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა და დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეჯოში კორპუსის აივნიდან პირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა და დაჭრა. 

განცხადების მიხედვით, საგარეჯოს რაიონში შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან მობილიზებული. 

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქემ რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

"ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ".-აცხადებს შსს. 

კომენტარები