მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე სააკაშვილზე: სამხარაულის დასკვნით, ემპათიას გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ეპმათიას დასკვნა სარწმუნო არ არის. 

მისივე თქმით, სამხარაულის დასკვნა 26 იანვარს მიიღეს და დოკუმენტი სასამართლოს გადაეცემა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე პროცესი მიმდინარეობს. 

"სპეციალურა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს. ამ შემთხვევაში, სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ ემპათიის დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზი რამდენად იყო შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ მივიღეთ სამსხარაულის ბოიროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნერვოლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ ემპათიას მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში".- ამბობს რატი ბრეგაძე. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა  ცენტრმა ემპათიამ პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა.  მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება

ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

 

კომენტარები