ხაბეიშვილი: ენმ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს. 

მისი თქმით, "ამ წუთიდან" ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს "მოსვენება აღარ ენქებათ". ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებსა და წევრებს ხვალიდან თბილისში ელოდება. 

"მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე, დაიგეგმება რეგიონებში აქტიურობები. ასევე, ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ასევე დღეს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ეს აქტივობები გვექნება ყოველდღიურად".- თქვა ხაბეიშვილმა. 

მისივე თქმით, ენმ აღარ აპირებს ქართულ ოცნებასთან განხილვებში მონაწილეობას და "თამაშებში შეყოლას". 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაანთავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

 

კომენტარები