აშშ-ჩინეთი

ვან ი: აშშ-ის მიერ საჰაერო ბურთის ინციდენტის მართვა იყო ისტერიული და აბსურდული

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვან იმ თქვა, რომ აშშ-ს მიერ სათვალთვალო ბუშტის ინციდენტის მართვა იყო "წარმოუდგენელი", "ისტერიული" და "აბსურდული" აქტი, რომელიც საერთაშორისო ნორმებს არღვევდა. 

"იმდენი ბუშტია მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატები აპირებს, ყველა ჩამოაგდოს?" - თქვა ვან იმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 

ვან იმ აშშ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს აბსურდული ქმედებები საგარეო საქმეებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვთხოვთ აშშ-ს გამოავლინოს თავისი გულწრფელობა და გამოასწოროს თავისი შეცდომები, წინ აღუდგეს და მოაგვაროს ეს ინციდენტი, რომელმაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები დააზიანა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ ჩინეთის მიმართ პრაგმატული და პოზიტიური პოლიტიკის გატარებას შეძლებს და იმუშავებს ჩინეთთან ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ჯანსაღი განვითარების გზაზე დასაბრუნებლად". - თქვა მან.

F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა გასულ კვირას აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

 

კომენტარები