რუსული კანონი

მაკრონი: საქართველოს ბოლო დღეებში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო, განიცადა ძლიერი ზეწოლა

კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა, საქართველოს ამ  ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ის იპოვის გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპულ პერსპექტივასთან. 

მთავრობამ ხელში უნდა აიღოს მშვიდობისმყოფელი ინიციატივა და ის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უნდა გაათავისუფლოს იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდდეს. 

ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, რიში სუნაკთან გამართულ ბრიფინგზე. დღეს, 3-დღიანი მასშტაბური პროტესტის შედეგად, საქართველოს მმართველმა პარტიამ "რუსული" კანონი პარლამენტში მეორე მოსმენით ჩააგდო. 

კომენტარები