სანქციების მე-11 პაკეტი

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა

REUTERS/Dado Ruvic

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი სამ ძირითად კომპონენტს შეიცავს.

"პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილების, რომლებიც რუსეთში მესამე ქვეყნების საშუალებით გადააქვთ. 

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ პუტინის ომს მანქანა. ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან. ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან". – თქვა ლაიენმა. 

კომენტარები