11 მიცვალებულიდან 6-ია ამოცნობილი, ცხედრები დაზიანებულია – ლერი ბარნაბიშვილი

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრების ნაწილის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, 11 ცხედრიდან, მისი ინფორმაციით, მხოლოდ 6-ია ამოცნობილი. მიზეზი ცხედრების დაზიანებაა.  

"11-დან ამოცნობილია, ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, 6 პიროვნება.

[...] ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ, აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც. ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად". - თქვა მან. 

მასალა განახლებადია. 

კომენტარები