პირდაპირი ფრენები რუსეთთან

რუსული Азимут-ი სოჭი-თბილისის და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეისებს შეასრულებს

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი საქართველოს მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება. 

განცხადების მიხედვით, Азимут-ი მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმის რეისებს კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშბათს შეასრულებს.

ხოლო სოჭი-თბილისის რეისები 11 ოქტომბრიდან, კვირაში ოთხჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. 

 Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები