პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პრეზიდენტი: არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ოცნების ოცნებებს არ გავამართლებ

ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა - პრეზიდენტი.

მინდა, გითხრათ ყველას - არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.

დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც, ან სცადეს და დემოკრატიაც, იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორს, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად.

ეს არის ოცნების მცდელობა, მაგრამ ოცნების ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ, თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის, მე აღარ მაინტერესებს.

მე მაინტერესებს - სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ ვიზიტების გამო, პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.

კომენტარები