ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ჰამასს 100-ზე მეტი ქალისა და ბავშვის ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი გოლანის სარდლებთან შეხვედრისას, 2023 წლის 21 ოქტომბერი
Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ბანაკზე იერიშისას, ჰამასმა ქალები და ბავშვები ცოცხალ ფარად გამოიყენა.

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტის დასაცავად ჰამასმა 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენა, თუმცა ჰამასის მცდელობების მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საბოლოოდ პუნქტზე კონტროლი დაამყარა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოება 30 ოქტომბერს გამოაცხადეს, რის ფარგლებშიც ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში შევიდნენ და ჰამასის მნიშვნელოვან სიმაგრეებზე მიიტანეს იერიში. 31 ოქტომბერს კი გავრცელდა ცნობა, რომ ჯაბალიაზე იერიშის შედეგად, ისრაელმა ჰამასის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური მოკლა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები