ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ქალაქი ღაზა სრულად ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, დანიელ ჰაგარი
Gideon Markowitz/TPS

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული.

"ჩვენმა ძალებმა სრულად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, ჰამასის აქტივობების ცენტრი". - აღნიშნა ჰაგარიმ.

მისივე თქმით, აღნიშნა, რომ ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს.

"ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [თუმცა] ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჰამასზე". - თქვა მან.

პოტენციურად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კითხვაზე, ჰაგარიმ თქვა, რომ "ტერმინი ცეცხლის შეწყვეტა ამ მომენტში საერთოდ არ განიხილება". 

აქამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ თქვა, რომ ისრაელელი სამხედროები ქალაქ ღაზაში იმყოფებიან და მას რამდენიმე მიმართულებით ალყას ურტყამენ.  

"ომში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით. [ჩვენი] ძალები ჩრდილოეთ ღაზის შუაგულში არიან, ქალაქ ღაზაში მოქმედებენ, ალყაში აქცევენ, და [სახმელეთო შეტევას] აღრმავებენ". - აღნიშნა ჰალევიმ.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რასად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები