ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 47%-მა არცერთი პარტია დაასახელა, 19%-მა - ქართული ოცნება, ხოლო 4%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გამოკითხულთა 12%-მა დაასახელა "სხვა პარტიები", 6%-მა "არ ვიცი", 13%-მა კი, უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.